შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ვახტანგ გომელაურმა ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა