მამუკა ხაზარაძე - როცა ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არ შეიძლება მოპირდაპირე მხარე დაიჭირო

როცა ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არ შეიძლება მოპირდაპირე მხარე დაიჭირო, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსად მწვავე კრიტიკის სამიზნე.

„რაც შეეხება ევროპარლამენტარების ჩამოსვლას, ამ ხელისუფლებამ თავი მოიჭრა, მთელ მსოფლიოში თავი მოგვჭვრა, როგორც მატყუარა ხელისუფლებამ. როცა ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არ შეიძლება, მოპირდაპირე მხარე დაიჭირო, რადგან პრაქტიკულად, ამით შენ შლი მოლაპარაკებას და ეს არ იყო პარტიების შორის მოლაპარაკება. ეს იყო მოლაპარაკება, რომელიც ეხება ჩვენს ხვალინდელ დღეს, თითოეული მოქალაქის ხვალინდელ დღეს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ ხელისუფლებამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ დაგვამახსოვრა თავი რაიმე წარმატებული პროექტით ან განვითარებით. თვითონ ჩემი მთავარი კითხვა მათთან არის - რაში სჭირდებათ მომავალში არჩევნებში გამარჯვება? უნდა გვითხრან რა გააკეთეს 8 წლის განმავლობაში და რატომ უნდა იყვნენ ისინი მომავალში საერთოდ ხელისუფლებაში წარმოდგენილები. ეს არის დამარცხებული პარტია, ეს არის დამარცხებული იდეოლოგია, ეს არის გაკოტრებული პარტია და ახლა გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, დაახლოებით, ამ პროცესში არიან. ასეთ მდგომარეობაში საქართველო არ ყოფილა, როგორც ქვეყანა. არ ყოფილა ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში ჩვენი ამერიკელი და ევროპარტნიორების მხრიდან როგორც დღეს არის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა