„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის” სხდომა იმართება

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის” საგანგებო სხდომა იმართება.

შეკრებაზე გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხზე სპეციალური მოსმენა უნდა შედგეს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კომისია გარკვეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიმუშავებს დოკუმენტს, რათა გიგი უგულავასა და სხვა ადამიანების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარება მოხდეს.

„ვინაიდან ივანიშვილის რეპრესიები გადავიდა საკვანძო, გადამწყვეტ ეტაპზე, ჩვენც ვთვლით, რომ პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისია უნდა გადავიდეს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

პირველს განვიხილავთ გიგი უგულავას საკითხს, როგორც პოლიტიკური დევნის ყველაზე უტიფარ მაგალითს. ამასთანავე, დღეს დავგეგმავთ გრაფიკს, თუ რომელ საქმეებს განვიხილავთ უახლოეს პერიოდში.

ჩვენ გვინდა კონკრეტული დოკუმენტი მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნას მიღებული ჩვენ მიერ, რომელიც უახლოეეს დღეებში გასაჯაროვდება. იგი იქნება მისადაგებული ევროსაბჭოს კრიტერიუმებთან, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური დევნილის ან პოლიტიკური პატიმრის ამგვარად დასახელების კრიტერიუმებს. ჩვენ გვინდა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მომზადებული დასკვნა უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნოთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს გადავუგზავნოთ, რათა მივაღწიოთ ყველას მიერ გიგი უგულავასა და სხვა ადამიანების პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებას”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა