გიორგი ვაშაძე - ვერ შეგვაშინებენ, ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერთან ერთად

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერთან ერთად.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას ეშინია, რადგან არც საერთაშორისო და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, სწორედ ამიტომ ოპონენტების დაჭერით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„საარჩევნო სისტემით ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებენ, საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად ჩამოიშალნენ, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა ფიქრობენ, რომ უბრალოდ ოპონენტებს ჩასვამენ ციხეში და ამით გავლენ ფონს. ეს საქართველოა, თავისუფლების მოყვარე ერია, ეს არ არის თურქმენეთი „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია ივანიშვილს მისამართი შეეშალა. ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ისინი არიან გავეშებულები, მარცხისგან შეშინებულები. ყველას შეიძლება რაღაც მოგვიძებნოს, მაგრამ ეს არ გაუვათ, ჩვენ ძლიერები და ერთიანები ვართ. ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერთან ერთად და ამით ვერ შეგვაშინებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პროკურატურა ნიკა მელიას „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ედავება და 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. პროცესი 10 მარტსაა ჩანიშული.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა