ევროპარლამენტარი რეზოლუციის ჩაგდებაზე - ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის - ეს სიგნალია საქართველოს მთავრობისთვის

ჩვენ დღეს ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო შეხვედრის დასკვნითი განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კვლავ მხარს გიჭერთ თქვენ ევროპულ გზაზე,-ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ დღეს ჩავაგდეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო შეხვედრის დასკვნითი განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ კვლავ მხარს გიჭერთ თქვენ ევროპულ გზაზე. ეს სიგნალია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებებს და მათ სერიოზულად განვიხილავთ",-წერს გრეგოროვა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

იხილეთ ვიდეო: ევროპარლამენტარი განმარტავს თუ რატომ ჩააგდეს საქართველოს თაობაზე რეზოლუციის პროექტი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა