დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა