გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თეთრი ტბის, ომარ ხიზანიშვილის, გიორგი ბაბილოძის, ზაქარია მაისურაძის, ვეკუას და ბადრი კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების და დიღმის სასწავლო მეურნეობის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ბოგდან ხმელნიცკის, ემზარ სულაქველიძის, პაატა ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, ჯუმბერ ლეჟავას, დუტუ მეგრელის, ისნის, ურბნისის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა