წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა კონტრაქტორ კომპანიას სოფელ გვიშტიბში სამუშაოების დროულად დასრულება მოსთხოვა

რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელი მშენებლობის მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

გრიგოლ მანდარიას განცხადებით, სამუშაოები არ არის დამაკმაყოფილებელი, რის გამოც კონტრაქტორ კომპანიას უახლოეს დღეებში ტემპის გამოსწორება და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დასრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.

პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და მოეწყოს წყალარინების ქსელი. სამუშაოებისთვის 130 000 ლარამდეა გამოყოფილი.

მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში დევნილი ოჯახების შესახლების შემდეგ, 1700-მდე მცხოვრები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ახალციხეში, აბასთუმანში, ბოლნისში, მარნეულსა და გუდაურში ახორციელებს. პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 200 ათასზე მეტი ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა