ირაკლი სესიაშვილი - ევროსაბჭოს მინისტერიალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს თბილისში, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი ევროსაბჭოს მინისტერიალზე ისეთ წარმომადგენელს გამოგზავნის, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, „ეს იქნება მიუღებელი და პროვოკაციულიც კი“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს და კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და ცხადია, საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს. ის უნდა ჩატარდეს აუცილებლად თბილისში, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. ვისურვებ, რომ არც ერთი ის პიროვნება არ გამოაგზავნოს რუსეთმა, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. საქართველო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ამიტომ, თუ რუსეთი გამოგზავნის ისეთ წარმომადგენელს, რომელსაც დარღვეული აქვს აღნიშნული კანონი, ეს იქნება მიუღებელი და პროვოკაციულიც კი, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას შევასრულებთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიებას ღირსეულად გავუმკლავდებით. კანონს, რა თქმა უნდა, არ დავარღვევთ”,- განაცხადა სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა