ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ჰონდურასში შეიარაღებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამხედროების ფორმაში გამოწყობილმა 20-მდე პირმა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ალექსანდრ მენდოზა გაათავისუფლა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პატიმრის გათავისუფლების შემდეგ მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

მოგვიანებით ჰონდურასის პრეზიდენტმა ხუან ორლანდო ჰერნანდესმა გაქცეული პატიმრის დაკავებაზე 80 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა