გიორგი ვაშაძე - გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?!

გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას მოლაპარაკება არ სურს და მათი ერთადერთი მიზანი ნებისმიერი ძალით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

„გავიგეთ, რომ ნიკა მელიას საქმე აპელაციაში წაიღეს. ყველას გვიჭერენ. გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?!- აბსურდია. მათ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ გამოუვათ! ამის გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა. 25%-ით გადავა, 20%-ით თუ 30%-ით, ეს უკვე მათ ქმედებებზეა დამოკიდებული არჩევნებამდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ „ოპოზიცია რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიონ.

ვაშაძის თქმით, ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ ხელისუფლების სიტყვას ფასი არ აქვს.

„არავინ ენდობა მათ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. სამარცხვინოა, როცა ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს სენატის, კონგრესის, ევროკავშირისა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას. ეს ნიშნავს, რომ მათ არც კი აქვთ წარმოდგენილი რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა