იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულ მამაკაცს მკურნალობის ფონზე დადებითი დინამიკა აღენიშნება.

„დაშავებული ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა. დაშავებულს გულმკერდის მეთორმეტე მალის მოტეხილობა აქვს, რის გამოც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.

14 თებერვალს, სოფელ უბისაში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. ჩინეთის ერთმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 64 წლის მამაკაცი კი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია მოთავსებული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა