„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურასა და ზესტაფონში დიდთოვლობის გამო გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს

ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის გამო, გზებზე ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, უკვე მეორე დღეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.

„ამ მომენტისთვის ორივე რეგიონში მოძრაობა სრულად აღდგენილია და გაწმენდილია, როგორც ცენტრალური გზები, ასევე ჭიათურის მიმდებარე სოფლები: ითხვისი, დარკვეთი, შუქრუთი, ავარიონის, კოროხნალისა და საფარის დასახლებები.

კომპანიის მიერ კონკრეტულ ლოკაციებზე გზების გასაწმენდად მობილიზებულია 5 ერთეული სპეცტექნიკა: ორი გრეიდერი, ერთი მარილმომყრელი და ორი მტვირთავი. “ჯორჯიან მანგანეზი” გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე დღეებშიც განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი