„თავისუფალი საქართველო“ - ქვეყანას ეფექტური შრომის ინსპექცია სჭირდება

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ავტომაგისტრალის მშენებლობისას მუშების დაშავების ფაქტს ეხმაურება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით უბედური შემთხვევის მომსწრე, რომელსაც ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა მზარდი დინამიკით ხასიათდება და არც თუ იშვიათად, ფატალური შედეგებით მთავრდება.

რასაკვირველია, შეუძლებელია ყველა შემთხვევაში მოხდეს რისკების სრულად დაზღვევა, მაგრამ შემთხვევების ძირითად ნაწილში, ტრაგედიის მიზეზი დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხო შრომის პირობების უგულებელყოფაა. ქვეყანაში კი არ არსებობს ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება შრომის პირობების მონიტორინგის და რეალური ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება. შედეგად, კომპანიების დიდი ნაწილი დასაქმებულების ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებს ფინანსების ეკონომიას.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა ახალი კანონმდებლობის შექმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩვენი პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებასა და სტანდარტებს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ქმედითი შრომის ინპექციის არსებობა და ჩვენს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო შრომის გარემოს არსებობა“, - აცხადებს შოთა მაქაცარია.

აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა