უბისა - შორაპნის მონაკვეთზე, ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის იმ ობიექტზე, სადაც კონსტრუქცია ჩამოინგრა, მუშაობა  შეჩერდა

უბისა - შორაპნის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის იმ ობიექტზე, სადაც კონსტრუქცია ჩამოინგრა, მუშაობა შეჩერდა. ობიექტზე მოკვლებით სამუშაოებს შრომის ინსპექცია ატარებს. სამუშაოების შეჩერება მათი მითითებით მოხდა.

შრომის ინსპექტორის ირაკლი იობიძის თქმით, ობიექტზე შეზღუდვა მოკვლევის დასრულებამდე გაგრძელდება.

„დაუყოვლებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესწავლა აღნიშნული ფაქტი. მოხდა უბედური შემთხვევა, რაც ვიცით. მიმდინარეობს მოკვლევა, ვიდრე სამუშაო პროცესი არ დასრულდება, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჩამოიშალა ანგარი, რამ გამოიწვია და იყო თუ არა დარღვევები, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. მოკვლევას გარკვეული დრო ჭირდება და აღმოფხვრამდე სამუშაოები არ განახლდება“, - განაცხადა ირაკლი იობიძემ.

შეგახსენებთ, რკინის საამქრო გუშინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე