დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ვეკუას 6-სულიან ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ორსართულიანი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. როგორც ალექსანდრე ვეკუა ამბობს, ბინას სოფლად ცხოვრება ამჯობინეს, რადგან სახლს მიწის ნაკვეთიც აქვს, რაც მათ საოჯახო მეურნეობის განვითარებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

უწყების ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2019 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1 050 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. პროექტი წარმატებულად მუშაობს და 2020 წელს, კიდევ 1 000-ზე მეტი სახლის შესყიდვა იგეგმება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე