მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქის“ კონტენტის უსაფრთხოებაზე 35 ათასი სპეციალისტი მუშაობს და ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს

კორპორაცია „ფეისბუქი“ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს სოციალურ ქსელში კონტენტის უსაფრთხოების შესამოწმებლად. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ კორპორაციის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი გაცილებით მეტია „ფეისბუქის“ შემოსავლებზე, როდესაც ის ბირჟაზე გამოვიდა 2012 წელს.

კორპორაციის მეთაურის თქმით, კომპანიის გუნდი და მის მიერ შემუშავებული ავტომატიზირებული საპროგრამო უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს, რომელთა შორის უმეტესი მათგანის აღმოჩენა ხდება მათი დარეგისტრირებიდან რამდენიმე წუთში.

ცუკერბერგის განცხადებით, 35 ათასი სპეციალისტი აანალიზებს პოსტების შინაარსს და კონტენტის უსაფრთხოებით არიან დაკავებულია.

მარკ ცუკერბერგის თქმით, ამჯერად, კორპორაცია გაცილებით უკეთესად არის მომზადებული და არ დაუშვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის ჩარევას.

იხილეთ ვიდეო: "ფეისბუქი" ამჯერად გაცილებით უკეთესად არის მომზადებული და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის ჩარევას არ დაუშვებს - მარკ ცუკერბერგი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან