ირანის პრეზიდენტი - ირანი ზეწოლის ქვეშ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არასოდეს გამართავს - აშშ-ის ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული

ირანი ზეწოლის ქვეშ არასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-სთან, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

„ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ... ჩვენ არასდროს დავემორჩილებით აშშ-ის ზეწოლას და ჩვენ არ გავმართავთ მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან. ირანის მიმართ ამერიკის მაქსიმალური ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა ჰასან როჰანიმ.

მან აქვე აღნიშნა, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში ირანის დახმარების გარეშე, შეუძლებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა