ბექა ნაცვლიშვილი - თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, ეს იქნება სასამართლო ხელისუფლებაზე „ქართული ოცნების" გავლენის ჩაბეტონება

თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, ეს იქნება სასამართლო ხელისუფლებაზე „ქართული ოცნების" გავლენის ჩაბეტონება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, შოთაძის წარმოდგენით „ქართული ოცნების" არათანმიმდევრული პოლიტიკა გრძელდება.

„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება" აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. მე იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების" გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა