ირაკლი სესიაშვილი - თუ მარგველაშვილს აქვს განცდა, რომ სააკაშვილთან დემოკრატიაზე საუბარი შეიძლება, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალზე

თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს იმის მოლოდინი ან განცდა, რომ სააკაშვილთან შეიძლება დემოკრატიაზე საუბარი, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალთან დაკავშირებით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და საშუალება ამ ქვეყანაში თავისი პოლიტიკური მოთხოვნა გამოხატოს.

„ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ მზადაა სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას დემოკრატიის მიმართულებით თავისი ხედვა აქვს. ეს ჩემთვის არის წყალგამყოფი.

სააკაშვილს დემოკრატიაზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ეს ადამიანი არის სისტემური დანაშაულის მამამთავარი. თუ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს, ესაა მისი არჩევანი, სადაც მე მის პოლიტიურ კარიერას ვერ ვხედავ", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსნებთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე.

დღეს კი გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს