პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების მიერ მტკიცება იმისა, რომ ჩვენ სუსტები ვართ არის  პოლიტიკური სიბეცე ან მიზანმიმართული მავნებლობა

„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების დამოკიდებულებას გაუთავებელ ყიჟინად აფასებს და მათ მიზანმიმართულ მავნებლობაში ადანაშაულებს.

მანჯგალაძის თქმით, „ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების ქმედებები პოლიტიკური სიბეცე, მიზანმიმართული მავნებლობაა“.

„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი მათ ერთიანი, სწრაფი, აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

„ე.წ „კეთილის მსურველების“ მიერ, გაუთავებელი ყიჟინა , რომ ოპოზიცია სუსტია და არაფერი შეუძლია, არის ხელისუფლების მთავარი საარჩევნო სტრატეგიის ხაზის გაძლიერება და ემსახურება ოპოზიციისა და მისი ლიდერებისადმი საზოგადოებაში უიმედობისა და უნდობლობის გაძლიერებას, რადგან საერთო ნიჰილიზმის ფონზე, რომ არაფერი გამოვა და არაფერი შეიცვლება, ივანიშვილმა შედარებით უფრო ადვილად შეძლოს საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგობის დაძლევა , ხოლო შედარებით პასიური ნაწილის მოსყიდვა ან დაშინება. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ ამ თვითდაზიანებას მარტივი ახსნა აქვს, მიზანმიმართული მავნებლობა ან პოლიტიკური სიბეცე. მთელს მსოფლიოში მილიონები იხარჯება და კამპანიები იგეგმება იმისთვის, რომ კონკრეტული გუნდი ან პიროვნება წარმოჩინდეს უფრო მიმზიდველი, ეფექტური და ძლიერი ვიდრე სინამდვილეშია. ჩვენთან კი, როგორც ჩანს ჩვენმა კოლეგებმა რაღაც ახალი მოიფიქრეს სუსტები ვართ არაფერი შეგვიძლია და ხმა მოგვეცითო. დავასრულოთ პოლიტიკური კინკლაობა! საუბრის დროც კი არ დარჩა, ახლა ერთიანი, სწრაფი, აქტიური ქმედებების დროა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა