არჩილ თალაკვაძე - შოთაძე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როცა წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულებს მართლმსაჯულება შეეხო

ირაკლი შოთაძე ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მიერ გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით.

თალაკვაძის შეფასებით, შოთაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო.

"ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგს, ნარკოდანაშაულის საქმეებს და ა.შ. ის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია. რაც შეეხება მის გადადგომას, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ როდესაც არასრულწოვნების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას მასთან კითხვები გაუჩნდა, შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. მან მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ მორალური პრინციპები და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. გადადგომის შემდეგ, ამ საქმის გამოძიება გაგრძელდა და პასუხისგებაში მიეცა არაერთი პირი. ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების განცხადებები, სადაც ისინი ჩატარებულ გამოძიებას საბოლოო ჯამში, დადებით შეფასებას აძლევენ. შესაბამისად, ამ საქმეზე კითხვები დიდწილად მოხსნილია," - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა