დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეუსყიდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ.

„სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 164 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. ეს რიცხვი, 2020 წელს, კიდევ უფრო გაიზრდება და უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/f2a69

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა