სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანება პარლამენტს ექვსი კითხვით მიმართავს

სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანება პარლამენტს ექვსი კითხვით მიმართავს. სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წევრები პარლამენტისგან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ზედამხედველობის განხორციელებას ითხოვენ. მათი განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეორგანიზაციას, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალური მუშაკების გადაყვანას ახალ სააგენტოში და პარლამენტი იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია მოხდებოდა კადრების შემცირების გარეშე.

,,ჩვენ დავინახეთ, რომ რეორგანიზაციით მოხდა არა კადრების გაზრდა, არამედ - შემცირება. გვაინტერესებს პარლამენტარების დამოკიდებულება და ველოდებით მათგან მხარდაჭერას, იმ კუთხით რომ მათ მოითხოვონ ახსნა-განმარტებები სოციალური მომსახურების სააგენტოდან და ჯანდაცვის სამინისტროდან თუ რატომ მოხდა სოცმუშაკების შეცდომაში შეყვანა”, - განაცხადეს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წევრებმა.

მათივე ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესია პარლამენტმა პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს: 1)რატომ არ შეასრულა სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, რატომ არ დაამატა 50 სოციალური მუშაკი? 2)რატომ შეიყვანეს შეცდომაში საქართველოს პარლამენტი, როდესაც განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ეს არ ითვალისწინებს საკადრო ცვლილებებს? 3)რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოციალური მუშაკების მინიმალური რაოდენობა (205 სოციალური მუშაკი)? 4)რა ბედი ეწიათ 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს, ვინ ახორციელებს მათზე ზედამხედველობას? 5)რა კრიტერიუმებით განისაზღვრა 33 სოციალური მუშაკის გათავისუფლების საკითხი (რატომ შეყავს საზოგადოება შეცდომაში მინისტრს, როდესაც ამბობს, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ უნვერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები)? 6)რატომ არ იქნენ ინფორმირებული სოციალური მუშაკები გასაუბრების მიზების შესახებ და რატომ ეცნობათ მათ, რომ ეს იყო ტრეფიკინგის ფონდის დირექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე