ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან, ბოიკოტს უცხადებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც კენჭს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უყრიან, ბოიკოტს უცხადებს.

როგორც ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შოთაძის დანიშვნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პარლამენტი მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს.

„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ამ პლენარულ სხდომას ბოიკოტს ვუცხადებთ, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის კენჭისყრა უნდა მოხდეს. ვთვლით, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნება, მითუმეტეს ამ სახით, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პარლამენტი ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა, მიუღებელია და ამ პროცესს ვემიჯნებით, რასაც ბოიკოტის სახით გამოვხატავთ,“ - განაცხადა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა