გიორგი მოსიძე - გუდაურში მკვლელობის კადრები „შეარდება“ უცხოურ პორტალებზე და შეიძლება არავის მოუნდეს კურორტზე ჩამოსვლა, სადაც ასეთი რაღაც ხდება

თვითმხილველები როგორც ამბობენ, საკმაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა გუდაურში, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გიორგი მოსიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გუდაური ქართული „ტურისტული ინდუსტრიის ზამთრის კარიბჭეა“ და მკვლელობისა და გარჩევების კადრების გავრცელების შედეგად, შესაძლოა, ტურისტების რაოდენობა განახევრდეს.

„მოვიკვლიე სოციალურ მედიაშიც და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის არც პირველი და არც ერთადერთი ასეთი ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ზამთრის სეზონზე. ეს არის პირველი, რომელიც დასრულდა მკვლელობით, მაგრამ არეულობას, აყალმაყალს და დებოშს ამ სეზონზე უკვე ბევრჯერ ჰქონდა ადგილი და როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლიცია ხშირად ან არ, ან არასათანადოდ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე. საბოლოოდ, მივიღეთ ჯგუფური ჩხუბისა და მკვლელობის კადრები, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში, „შეარდება“ სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალებზე, მათ შორის, უცხოურ პორტალებზე და აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ქართულ ტურიზმს. გუდაური არის ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ზამთრის კარიბჭე და რომ ვამაყობთ, რომ შარშან 8 მილიონი ტურისტი იყო ჩამოსული, სისხლიანი გარჩევების კადრებით, შეიძლება ისეთი ეფექტი მივიღოთ, რომ ეს რაოდენობა განახევრდეს. იმიტომ, რომ არავის მოუნდება კურორტზე ჩამოსვლა, სადაც ასეთი რაღაცები ხდება. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ამ ინციდენტზე, სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული და ყველა დამნაშავე კანონის სრული წესით დაისაჯოს. ბატონო არჩილ, იქნებ პირად კონტროლზეც აიყვანოთ, სანამ ეს მიიღებს გამოხმაურებებს უცხოეთიდან და მოგვმართავენ ტურისტული კომპანიები და საელჩოები. საკაოდ რთული კრიმინალური ვითარებაა გუდაურში, როგორც ამბობენ თვითმხილველები“,- განაცხადა მოსიძემ.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი