კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი რომ გუდაურში მომხდარ სამწუხარო ფაქტზე კომენტარს აკეთებს, უხერხულობას აჩენს

თბილისის მერი კახა კალაძე გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, ეს იყო აუცილებელი მოგერიება, თუმცა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ასეთ სამწუხარო ფაქტზე კომენტირება უხერხულია.

„ზოგად მიხეილ სააკაშვილი რომ ასეთ სამწუხარო ფაქტებზე კომენტარს აკეთებს, ეს ვფიქრობ, მისი მხრიდან უხერხულობას აჩენს. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლამდე ქვეყანაში რა ხდებოდა და რა მდგომარეობა სუფევდა. უამრავი ფაქტი გვახსოვს, როდესაც ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ, შესაბამისად მისი მხრიდან უხერხულია ასეთი საუბარი,” - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება