ტოკიოსთან კარანტინში გაჩერებულ საკრუიზო გემზე კორონავირუსის დამატებით 88 შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტოკიოს მახლობლად კარანტინში გაჩერებულ გემზე დღეს დამატებით 88 კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული მონაცემით, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე დაფიქსირებულმა ვირუსის შემთხვევებმა 542-ს მიაღწია, რაც ჩინეთს მიღმა კორონავირუსის კონცენტრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პარალელურად იაპონიას გემის კარანტინში გაჩერების გამო მწვავედ აკრიტიკებენ. კრიტიკოსების თქმით, კარანტინის ეფექტურობის ნაცვლად, ლაინერი ვირუსის ინკუბატორად გადაიქცა.

ამასთან, ზოგიერთმა ქვეყანამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საკუთარი მოქალაქეები გაიყვანა აშშ-მა. ევაკუაციას გეგმავენ კანადა და დიდი ბრიტანეთიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა