„m2 დეველოპმენტმა“ ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

17 თებერვალს „m2 დეველოპმენტმა“ ალექსანდე ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე.

„ჩვენ საქმეს დიდი მონდომებით ვუდგებით, ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებელზე და ბევრს ვაკეთებთ მათი კომფორტისთვის. ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ახალი მასშტაბური მშენებლობების პირობებში, დროული და მოქნილი კომუნიკაციის აუცილებლობა დადგა. სწორედ ამ მიზნით დავამატეთ გაყიდვების ახალი ოფისი. „m2 დეველოპმენტის“ მთავარი ღირებულებები შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მომხმარებელთა კომფორტი და მომსახურების მოქნილი სისტემაა, რაც ახალ ოფისშიც დავნერგეთ“, - ამბობს „m2 დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

„ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად მახასიათებლებს და შეძენის დეტალებს. აქვე იქნება შესაძლებელი კონსულტაციის გავლა გაყიდვების მენეჯერთან, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა.

გაყიდვების ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10-დან 19 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16 საათამდე იმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია