დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტს კომიტეტის ფორმატში 20 მარტს ეწვევა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტის ფორმატში საკითხების განსახილველად 20 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

„ჩვენ ვიცით სოცმუშაკების საკითხი. არსებობს კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც საინტერესოა მოვისმინოთ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. ჩვენ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე დავაყენეთ საკითხი და გავუგზავნეთ თხოვნა უწყების ხელმძღვანელეს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ესტუმროს პარლამენტს. ძირითადი განსახილველი საკითხი იყოს 520-ე დადგენილება და ასევე სოცმუშაკების გათავისუფლების საკითხი. ის პარლამენტს 20 მარტს ეწვევა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა