გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა

გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას. ვოლსკის შეფასებით, მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა.

გიორგი მარგველაშვილი, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შემდეგ გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა