დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებსაც გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა.

დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა