ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების დამხობაზე და რევოლუციურ სცენარზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ხელისუფლების დამხობაზე და რევოლუციურ სცენარებზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, სხვა შემთხვევაში ეს სახელმწიფო ვერ განვითარდება და ვიტრიალებთ ისევ ჩაკეტილ წრეზე,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლება „არჩევნების გზით და მშვიდობიანად გაისტუმროს“.

„უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებები მოდიან და მიდიან არჩევნების გზით. სხვა შემთხვევაში ეს სახელმწიფო ვერ განვითარდება და ვიტრიალებთ ისევ იმ ჩაკეტილ წრეზე, რომელზეც ვტრიალებდით ეს ბოლო 30 წელი და რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სიკეთე არ მოუტანა. ჩვენ ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა გახდეს სამართლიანი, მაგრამ თუ ხელისუფლება არ წამოვა ამ პირობაზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება და დაიწყოს საქართველოში რეალური განვითარებისა და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „მისი გადასაწყვეტია, სად ბრუნდება, სად წავა და სად არ წავა და „ლელოსთვის“ ეს არ არის ძალიან აქტუალური თემა“.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის" „კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა