გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილზე - ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, დავამხობო - დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ

ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო. დავასრულებ, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთოდ არ უნდოდა ამ თემაზე დღეს საუბარი, მაგრამ მისი თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიშრომოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის.

დღეს, ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა - სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს