ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ხმაური და ჰაერის დაბინძურება გამოიკვეთა. დევნილთა ცნობით, მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მომუშავე ტერმინალებიდან სისტემატურად იფრქვევა შავი ფერის კვამლი. მოსახლეობა ვარაუდობს, ტერმინალებიდან სპილენძის კონცენტრატით იტვირთება და შემდგომ მისი გადაზიდვა დასახლების გავლით, ღია კონტეინერებით ხდება.

„დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა, დღესაც კი როდესაც აქტიური სამუშაოები შეჩერებულია, ირგვლივ ძლიერი კვამლია. მოსახლეობის თქმით, მათ სახლებში მუდმივად შედის მტვერი და გაუსაძლისი ხმაური. ვფიქრობ, ერთჯერადი დაჯარიმება, რასაც სახელმწიფო იყენებს არ არის ეფექტური. მნიშვნელოვნად ირღვევა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების უფლება, იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად დაეხმარება დევნილებს საკუთარი უფლებების დაცვაში. ასევე მოუწოდა მედიას დაინტერესდეს და გააშუქოს იმ ასობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების მდგომარეობით, რომელთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია.

„როგორც სახალხო დამცველისთვის ცნობილია, ფოთში არ არის დამონტაჟებული მონიტორინგის სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერის მდგომარეობის შესწავლა. მხოლოდ ინდიკატორული გაზომვები ტარდება პერიოდულად, რა დროსაც არ ხდება ჰაერში ყველა ძირითადი დამაბინძურებლის, მათ შორის, მტვრის შემცველობის გაზომვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა