მედიის ცნობით, თურქეთმა სირიის ოპოზიციურ ძალებთან ერთად სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიაში ქვეყნის ოპოზიციურ ძალებთან ერთად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსეთის და სირიის მედია ტელეარხ „ალ ჯაზირაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის არმიის დანაყოფები სირიის ოპოზიციონერ ძალებთან ერთად სამთავრობო ძალების პოზიციებს ინტენსიურად ბომბავენ, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები და მისი მოკავშირეები არიან გამაგრებული.

სირიის მედიის ცნობით, არმია და რუსული ავიაცია თავდასხმებს იდლიბის მიმდებარე არიჰას რეგიონში ახორციელებენ, სადაც ოპოზიციის ძალების ნაწილი იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის მთავრობა და რუსეთი გააფრთხილა, რომ იდლიბს „რეჟიმის ხელში არ დატოვებდა“ და დასძინა, რომ ეს მისი „უკანასკნელი გაფრთხილებაა“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი