ზურა ჯაფარიძე - “გირჩი” ლაპარაკობს ყველასთან - არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ვანო მერაბიშვილი “გირჩში” მოვა

"ქართული ოცნება” ეცდება საფრთხობელა შექმნას მერაბიშვილის მხრიდან,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ვანო მერაბიშვილთან, ჯაფარიძემ განაცხდა, რომ “გირჩი” ლაპარაკობს ყველასთან და ლაპარაკი მათთვის პრობლემა არ არის.

“რას გულისხმობთ თანამშრომლობაში არ ვიცი, მე არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ვანო მერაბიშვილი “გირჩში” მოვა. ამ ადამიანმა დღეს თქვა, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ერთადერთი რაც დაადასტურა, არის ის, რომ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. გასარკვევია, რა ფორმით აპირებს ჩართვას. დიდი ალბათობით, მას კომუნიკაცია ექნება ორ პარტიასთან - “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ ხალხთან. თუ რამე პოლიტიკურ აქტივობაზეა საუბარი, სავარაუდოა, რომ ამ ორი პარტიიდან ერთ-ერთთან შეიძლება ჰქონდეს მას თანამშრომლობითი ურთიერთობა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს