ვანო მერაბიშვილი „ორი გვამის“ თაობაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ორი გვამის“ შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია.

მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ ვიდეოს მის წინააღმდეგ იყენებდა.

„ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იყო „მუხროვანის ამბოხება“ და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება და სწორედ ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. ხელისფულება კი, ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება. ხელისუფლება კი იმეორებდა და იმეორებდა ამას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს