გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავს, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები კორონავირუსზე შემოწმდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები ახალ კორონავირუსზე შემოწმდნენ.

„მსურს თქვენი ყურადღება მივიპყრო კორონავირუსის (COVID 19) საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლო რამდენიმე შემთხვევას. გუშინ „პარტია ევროპული საქართველოს ცენტრალურ ოფისთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე მოქალაქემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ აქვთ კორონავირუსი და სწორედ ამიტომ იყვნენ შემოსილნი პირბადით.

ვფიქრობ, აღნიშნული განცხადებები არ შეიძლება უყურადღებოდ იქნეს დატოვებული, თუკი არსებობს მცირედი შანსი მაინც, რომ აღნიშნულ პირებს მართლაც აქვთ კორონავირუსი, ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მათი სათანადო პირობებში არმოთავსება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. ამავე დროს, თუკი აღნიშნულმა პირებმა კორონავირუსის ქონის შესახებ ინფორმაცია განზრახ არასწორად გაავრცელეს, ვერც ეს დარჩება თქვენი და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების გარეშე, რადგან, როგორც ასევე კარგად მოგეხსენებათ, ესოდენ სერიოზული სასიკვდილო საფრთხის შესახებ პანიკის განზრახ დათესვა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე