ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ჩვენ მეგობრები ვართ და ყველა საკითხში მოვგვარდებით

მიხეილ სააკაშვილს შევხვდები, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ ეთერში განაცხადა. მერაბიშვილის განმარტებით, ის მეგობრებთან შეხვედრას და საკუთარი მოსაზრებების, რჩევების გაზიარებას გეგმავს.

„ყველა მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია ან არ არის. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს შევხვდები, ის ჩემი მეგობარია. მე მას ჩემს საუკეთესო მეგობრად მივიჩნევ. ყველას აზრს მოვისმენ, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, ნებისმიერი ჩემი სხვა მეგობრის. შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავუზიარო. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ეწყინა თუ არა მისი შესაძლო შეცდომების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მერაბიშვილმა უპასუხა:

„ჩვენ მეგობრები ვართ და ყველა საკითხში მოვგვარდებით. ჩვენ აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს. როცა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, თუ ვინმეა პასუხისმგებელი, ყველაზე პირველი მე ვარ, რადგან ყველაზე მაღალი თანამდებობა მე მეკავა. ვფიქრობ, არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ნიჭიერები, რათა რაღაც სისუსტეები არ გამოგვევლინა. არ მიგვეცა საშუალება, რომ ჩვენი საქციელი შეცდომად ჩათვლილიყო“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს