პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკის პარკების მოხმარების სრულად აკრძალვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: "პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა