UNHCR-მა დევნილთა სააგენტოს ტექნიკა გადასცა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, UNHCR-ის მიერ გაწეული დახმარება სააგენტოს საშუალებას მისცემს როგორც თბილისში, ისე რეგიონალურ სამმართველოებში, იძულებით გადაადგილებული პირებს, შემდგომში კი, უკვე დაბრუნებულ მიგრანტებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს კიდევ უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება შესთავაზოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა