ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან კიბერშეტევის ფაქტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან, მის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიბერშეტევაში რუსული კვალი იყო და ამაზე სახელმწიფომ ღიად განაცხადა.

„დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავებთ ჩვენ კოლეგებთან და პარტნიორებთან. ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არამხოლოდ საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოოლოგიები ვითარდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ, მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა ან თუ მოხდება, სივრცეში ჩაკეტვა მოხდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება,“ - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება