გია გაჩეჩილაძე - სსრკ-ს დროს იყო სერიული მკვლელი, ჩიკატილო - მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაცმოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

საბჭოთა კავშირის დროს, სერიული მკვლელი ჩიკატილო იყო, რომელმაც 56 ადამიანი მოკლა. მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ოპერაციების დროს, 70-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში მოკლეს.

„ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან ბევრი უცნაური განცხადება მოვისმინე. თურმე, ვანო მერაბიშვილი პოლიპატიმარი ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროს, სერიული მკვლელი ჩიკატილო იყო, რომელმაც 56 ადამიანი მოკლა. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მისი ოპერაციების დროს 70-ზე მეტი ადამიანი მეტი ქუჩაში მოკლეს. მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42 ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა