ვახტანგ გომელაური - ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს მნიშვნელოვანი თემაა. ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა.

რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში.

21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება