გიორგი გახარია კიბერშეტევაზე - წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცვლელი, ეს არის გლობალური გამოწვევა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნირების მხარდაჭერით, საქართველომ გამოძიება ჩაატარა და ეს პროცესი გრძელდება.

„დავამთავრეთ ამაზე საუბარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებით ვართ მოსული აქ, ვიდრე ამ თემით სპეკულირებაა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცვლელი. ეს არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება. იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიებით და გამოძიებით...დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

იხილეთ ვიდეო

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო