განათლების სამინისტროსა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე, კომპანია გეგმავს დუალური პროგრამების განხორციელებას თელავის პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით და ასევე, რეგიონის მოსახლეობისთვის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზებას.

„ამ მნიშნელოვან სიახლესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი „მეღვინეობა ხარებასა“ და კოლეჯ „პრესტიჟის“ წარმომადგენლებს ყვარელში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების შესაძლებლობები კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დუალური პროგრამების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე“,-აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩნდება პროფესიული განათლების მიწოდების ახალი შესაძლებლობა; ეს არის მისასალმებელი ფაქტი ვინაიდან კერძო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო ფორმატი პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა.

„დუალური სწავლებისას კერძო კომპანია და პროფესიული კოლეჯი ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ პროგრამას, სტუდენტი სწავლის პროცესში მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებასაც იღებს. კომპანიასთან ამგვარი თანამშრომლობა სიახლეა კოლეჯ „პრესტიჟისათვის“, რომელიც თელავში ფუნქციონირებს და ამჟამად მნიშვნელოვანი განახლების პროცესშია. კერძოდ, მიმდინარეობს კოლეჯის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და რეგიონის საჭიროებების შესაბამისად ახალი პროგრამების მომზადება“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა