ბრიტანელი პარლამენტარი - რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კიბერსაზღვრები

რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კიბერსაზღვრები, - ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, მარკ ფრითჩარდმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სააგენტომ პოლიტიკოსი ვენაში ჩაწერა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

„აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს გავლენის გაზრდას რეგიონში. რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მან უნდა აღიაროს ტერიტორიული საზღვრები, ისევე, როგორც კიბერსაზღვრები. აბსოლუტურად მიუღებელია კიბერშეტევები. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მთავრობები დაეხმარნენ საქართველოს გამოევლინა ეს აგრესია და ვფიქრობ, რომ რუსეთს მოუწევს გადახედოს თავის სტრატეგიას და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში ჩარევა საერთაშორისო ნორმებისა და კანონმდებლობის დარღვევით“,-განაცხადა ფრითჩარდმა.

მისივე თქმით, მაშინ როცა რუსი პოლიტიკოსები მსგავს ფაქტებს უარყოფენ, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ.

„მე ვშიშობ, რომ, როცა რუსეთში უარყოფენ მსგავს ფაქტებს, ისინი ცხოვრობენ დასავლეთის, ევროკავშირის, აშშ-ის პარალელურ სამყაროში. თავად გაერო, ევროკავშირი და მრავალი სუვერენული მთავრობა ნათლად აცხადებს, რომ რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს. ჩემი აზრით, ყველას სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ ეს არ მოხდება იქამდე, ვიდრე რუსეთის მთავრობა ასე იქცევა“,-აღნიშნა ფრითჩარდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება