ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე - ერთსულოვნება საერთაშორისო თანამეგობრობისა არის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები იქნას არიდებული

პრევენციის ერთ-ერთი საშუალება არის ზუსტად ეს მხილება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ერთსულოვნება საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგარ, ევროპასთან ასოცირებულ სახელმწიფოს, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები იქნას არიდებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმების ხელყოფას.

„ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ ისეთ კიბერთავდასხმაზე, რომლის მიზანიცაა კონკრეტული ვებ-გვერდების პარალიზება, არამედ სხვა ფორმებზეც და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საუბრობს მსოფლიო. მათ შორისაა, მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, ამ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშეც ვდგავართ. ზუსტად ეს არის საერთო ჯამში ერთობლიობა ამ ყველაფრისა, რომელიც ხელყოფს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს სამართლებრივ უფლებებსა და ნორმებს,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება