უკრაინის ელჩი კიბერთავდასხმაზე - ეს გლობალური საფრთხეა და  სწორედ ამიტომ ნატო-მ ​კიბერსივრცე განსაზღვრა, როგორც ბრძოლის ველი

ეს გლობალური საფრთხეა და სწორედ ამიტომ, ნატო-მ ​კიბერსივრცე განსაზღვრა, როგორც ბრძოლის ველი. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორცილებულ კიბერთავდასხმას ეხებოდა.

ელჩის განმარტებით, კიბერუსაფრთხოება საერთო გამოწვევაა და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს მის დასაცავად.

„ჩვენ საკუთარ თავზე გამოცდილი გვაქვს რამდენიმე ძალიან სერიოზული თავდასხმა სხვადასხვა წელს. ეს გლობალური საფრთხეა და სწორედ ამიტომ, ნატომ განსაზღვრა კიბერ სივრცე, როგორც ბრძოლის ველი. ის ძალიან მოწყვლადია და რაც უფრო მეტ „IT ტექნოლოგიას“ ვიყენებთ, მით მეტად მოწყვლადები ვხდებით და ეს ფაქტია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი უკეთ. ეს საერთო გამოწვევაა და მის გადასაჭრელად ერთად უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება